ბაჩო ოდიშარია: ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ოპოზიციური პარტიების მოსყიდვა უნდა იყოს

ბაჩო ოდიშარია: ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ოპოზიციური პარტიების მოსყიდვა უნდა იყოს

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიციური პარტიები მოისყიდოს და არა ის, რომ არჩევნების გამართული პროცესი არსებობდეს, - ასე გამოეხმაურა PosTV-ს წამყვანი, ბაჩო ოდიშარია ნინო ბურჯანაძის განცხადებას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ნინო ბურჯანაძეს, ამჟამინდელი ოპოზიციური პარტიები თუ კონკრეტულად, ლიდერები მიჩვეულნი არიან, რომ ბოლო 30-წლიანი პარლამენტარიზმის ისტორიის განმავლობაში, 2012 წლამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ასეთი დამოკიდებულება იყო - როგორც სადახლო და მყიდველი. ისინი ქარვასლის პრინციპით მოქმედებდნენ; ხელისუფლება ყიდულობდა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციური პარტია ყიდულობდა სერვისებს და აღებ-მიცემობის პრინციპზე იყო .დამყარებული მთელი პოლიტიკური პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებობდნენ ფსევდოოპოზიციური პარტიები, რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ რეალური ოპოზიციისთვის ხმები წაერთმიათ და მეორე - რომ მიხეილ სააკაშვილისთვის კომფორტული ოპონირება გაეწიათ, ყოფილიყვნენ ისეთი ოპონირების გამწევები, რომელიც მათ არ დააზარალებდათ. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მოსვლის შემდეგ, ასეთი სისტემა აღარ არსებობს და გაიწმინდა ველი, ესაა გამოძახილი იმ ძველი, ნოსტალგიური ველისა“ - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

იქამდე, ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა: „როდესაც 50 პარტიიდან, რომელიც ბიულეტენში იყო, 49 ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, 5 მილიარდი რომ გაქვს, მაგდენი კი უნდა მოახერხო, რომ ერთი-ორი პარტია მაინც ამბობდეს, რომ არჩევნები სამართლიანია“.