როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ამ უბადრუკი ადამიანის მუქარის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ტექსტი და რიტორიკა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა.