სოსო მანჯავიძე: „რუსეთი ძაღლების ალყაში მომწყვდეულ დათვს  ჰგავს,  რომელიც ხან ერთი ძაღლი კბენს, ხანაც მეორე და ვერ გადაუწყვეტია რომელს ეტაკოს“

სოსო მანჯავიძე: „რუსეთი ძაღლების ალყაში მომწყვდეულ დათვს  ჰგავს,  რომელიც ხან ერთი ძაღლი კბენს, ხანაც მეორე და ვერ გადაუწყვეტია რომელს ეტაკოს“

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ირანის ატომური პროექტის მამად წოდებული მოჰსენ ფაჰრიზადე გუშინ თეირანთან ახლოს მოკლეს.

ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა და ერთდროულად 20 ბალისტიკური რაკეტის დარტყმით ემუქრება ებრაულ სახელმწიფოს.

ისრაელთან ერთად, ირანი მის უახლოეს მოკავშირეზე, აზერბაიჯანზეც  ილესავს კბილებს, გაჩნდა  ინფორმაცია, რომ ფაჰრიზადეს მკვლელები აზერბაიჯანიდან შევიდნენ ირანში.

ამასობაში, ამერიკული ფლოტის დამრტყმელი დაჯგუფება ირანზე დარტყმისათვის ემზადება, ახლო აღმოსავლეთში იქმნება კონტური ამ დარტყმებისათვის.

ამერიკაში გენერალმა ფლინმა პირველი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საქმე გვაქვს ღალატთან და ამერიკაზე თავდასხმასთან და მტრებს თეთრი სახლს არ დაუთმობენ. გენერალმა მაკკორნიმ (Lt. General McInerney ) კი განაცხადა, მაინის ფრანკფურტში სერვერების ამოღების ოპერაციის დროს  5 ამერიკელი სამხედრო და ცრუ-ს თანამშრომელი დაიღუპა, რომ საქმე გვაქვს ამერიკის ღალატთან და ყველა მოღალატე უნდა დაისაჯოს.

რიტორიკა აბსოლუტურად შეურიგებელია ორივე მხრიდან .რესპუბლიკელების 80% -ზე მეტს და დემოკრატთა არა ნაკლებ 40%-ისა  სჯერა, რომ არჩევნები  გაყალბდა.

უკრაინამ "ბაირახტარები" შეიძინა და ყარაბახის მაგალითით შთაგონებული,  დონბასის შემოერთების ოპერაციას გეგმავს,

მოლდოვაში მაია  სანდუ აცხადებს, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარი უნდა გავიდეს და მკაცრ პოზიციას დაიკავებს.

რუსეთი ძაღლების ალყაში მომწყვდეულ დათვს  ჰგავს,  რომელიც ხან ერთი ძაღლი კბენს, ხანაც მეორე და ვერ გადაუწყვეტია რომელს ეტაკოს.

მოკლედ 2020 წელი როგორც დაიწყო ხიფათიანად, ისევე მიდის დასასრულისკენ.

მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი  მოვლენები მსოფლიოსთვის  მაინც საქართველოში ხდება.

ეს ნამდვილი გამოწვევაა კაცობრიობისათვის!

ოპოზიცია კვლავ შალვას ოფისში შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არავინ შევიდეს!

მართალია, ყველამ უთხრა შედით შიგნით, თქვენთვის არ გვცალია, თქვენ, მართლა ავად ხომ არ ხართო, ეგ კინო ნანახი გვაქვსო- მაგრამ რა?

გალანძღეს. აგინეს ყველა და არ შედიან.

სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხდება მსოფლიოში და ისიც, რომ ან დათვი გვეტაკება მალე და ან კომბალი მოგვხვდება გამოთაყვანებულ თავში.

ისე, ხომ გამოდგა  ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა?

ხომ სულ ეროვნული ინტერესებით დამუხტული და აღმშენებლობის იდეებით დატვირთული მრავალპარტიული პარლამენტი მივიღეთ?

უყარეთ ახლა საკენკი, რომ შევიდნენ საქათმეში და უძახეთ- ჯუუჩი, ჯუუჩი, როგორც ბებიაჩემი უძახდა ხოლმე ქათმებს, მათი საქათმეში შეტყუება როცა უნდოდა“.