დონალდ ტრამპი: იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა

დონალდ ტრამპი: იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ 74 მილიონი ამერიკელისთვის იბრძვის, ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა.

„ჩემთვის არ ვიბრძვი, იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა. მოქმედი პრეზიდენტისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.