იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ

იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ

„საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, - ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა.

„ჩვენ ასევე შემოგვიერთდებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიის ფარგლებში, რომლის დროსაც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ.

განსახილველ საკითხთა შორისაა ამ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადი საკითხების განსახილველად ორი დღის განმავლობაში შეიკრიბებიან.

უკრაინულმა მედიამ დღეს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, დეკემბერს დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.