პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და მსგავსი პროტესტი არ განიხილება

პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და მსგავსი პროტესტი არ განიხილება

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ოპოზიცია აქციის, პიკეტირების ან სხვა მსგავსი ზომით პროტესტის გამოხატვას არ განიხილავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა.

უდუმაშვილის თქმით, სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკლარაციას, ასევე ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედის, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს.

„მათ შორის, დასალაგებელია ლოჯისტიკური და საორგანიზაციო დეტალები და ამ ყველაფერს ყველა პარტია ერთად გავივლით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

„ლელოს“ ოფისში შეხვედრა დასრულდა. პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დროს მეტეხის ეზოში შეიკრიბებიან.