სერგო ჩიხლაძე: ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას

სერგო ჩიხლაძე: ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას

ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაფინანსებისა მიღება და პარლამენტში შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.

„რაც შეეხება დაფინანსების აღებასა და პარლამენტში შესვლას, ეს ორი სხვადასხვა საკითხია, რადგან პარლამენტში საქმიანობისთვის სხვა დაფინანსებაა და ზოგადად ოპოზიციური პარტიების დაფინანსება სხვაა. გარდა „ქართული ოცნებისა“, მას აქვს სხვა შემოსავლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსების სხვა მექანიზმი არ არსებობს. ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას, რადგან ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი წყარო პარტიების დაფინასების“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.