დიდ ბრიტანეთში კოვიდზე ვაქცინაცია იწყება - კლინიკები ვაქცინის პირველ პარტიებს 10 დღეში ელოდებიან

დიდ ბრიტანეთში კოვიდზე ვაქცინაცია იწყება - კლინიკები ვაქცინის პირველ პარტიებს 10 დღეში ელოდებიან

ბრიტანეთის საავადმყოფოები 10 დღის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინას მიიღებენ.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა სამსახურმა (NHS), ქვეყნის საავადმყოფოებს აცნობა, რომ 10 დღის შემდეგ, ვაქცინაზე ექნებათ წვდომა, რომელიც შექმნილია და დამზადებულია Pfizer/ BioNTech- ის მიერ.

კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზები შესაძლოა, კლინიკებისთვის 7 დეკემბერს დარიგდეს. შესაბამისად, მოქალაქეების ვაქცინაცია შეიძლება რამდენიმე დღეში დაიწყოს. ვაქცინაციას პირველად 80 წელს გადაცილებულ მოსახლეობას და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარებენ.

სექტემბერში ბრიტანეთის მთავრობამ დაადგინა, რომ 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები პირველ რიგში უნდა აიცრან.

"თუ NHS- ის პერსონალი პირველი იქნება, ჩვენ ამას ღალატად ჩავთვლით", - გაბაცხადა  ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.