ვაშლის ნამცხვარი ციტრუსის არომატით

ვაშლის ნამცხვარი ციტრუსის არომატით

ინგრედიენტები

ვაშლის წვენი - 500მლ

ჟელესთვის:

ლიმონის წვენი - 30 მლ

ფორთოხლის წვენი - 300 მლ

კონფიტიური/მურაბა - 1 ს.კ (ფორთოხლის, მარწყვის , გარგრის...)

გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ

შაქარი - 230 გ

კვერცხი - 2

ფქვილი - 100 გ

დარბილებული კარაქი - 100 გ

ვაშლი - 4

ფორთოხლის სიროფი - 50 მლ (რომელშიც ვაშლებს მოვხარშავთ)

ჟელატინი - 30 გ

მომზადების წესები

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ფორთოხლის წვენში დავამატოთ ლიმონის წვენი, 150 გ შაქარი. ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ ამ სიროპში ჩავუშვათ ვაშლის ნაჭრები და მოვხარშოთ რამდენიმე წუთით. ამოვიღოთ საწურზე და დავწუროთ.

დარბილებული კარაქი და 80 გ შაქარი ავთქვიფოთ. შევურიოთ კვერცხები სათითაოდ

შემდეგ შევურიოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.

უმჯობესია გამოვიყენოთ გვერდებმოსახსნელი ფორმა. 20 სმ ფორმას ქაღალდი ჩავუფინოთ, ცხიმი წავუსვათ და ცომი ჩავასხათ. დავალაგოთ ვაშლის 1/4. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი. გავაგრილოთ.

ფორმიდან არ ამოვიღოთ. ზემოდან კონფიტიური გადავუსვათ და დანარჩენი ვაშლიც დავალაგოთ.

ჟელატინი დავალბოთ 70 მლ ცივ ვაშლის წვენში. დანარჩენი წვენი გავათბოთ ფორთოხლის სიროპთან ერთად და გავხსნათ მასში ჟელატინი . ჟელე რომ გაცივდება, ნამცხვარს ზემოდან დავასხათ და შვდოთ მაცივარში გასამაგრებლად.