სკანდალური სახელით ცნობილ ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
სოფლისთვის სახელის გადარქმევა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მუდმივად აბულინგებენ.
განსაკუთრებული ცინიზმით კი ინგლისელი ტურისტები გამოირჩევიან, რომელიც სოფლის სახელწოდებიან აბრასთან ფოტოებს უხამს პოზებში იღებენ.
აბრა რამდენჯერმე მოიპარეს კიდეც. ვენის სიახლოვეს მდებარე სოფელს, რომელშიც სულ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს, Fuggin-ს დაარქმევენ.