პაატა ზაქარეიშვილი: „ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს არ უნდა დაელოდოს, რადგან „ოცნებაში“ ამას არც განიხილავენ“

პაატა ზაქარეიშვილი: „ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს არ უნდა დაელოდოს, რადგან „ოცნებაში“ ამას არც განიხილავენ“

ძალიან ბედნიერებიც არიან „ქართულ ოცნებაში" რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და არც ივანიშვილი დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამიტომ, ოპოზიცია ნუ ელოდება ჰიპოთეტურ არჩევნებს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომლიც სულ მალე მოვა. სხვათაშორის შევარდნაძის მთავრობის რღვევა ადგილობრივი არჩევნებიდან დაიწყო - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის განცხადებებს სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, საპროტეტსო აქციები გაგრძელდება და პირველ ასეთ ფართომასშტაბიან აქციას პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს აანონსებს.

„არა მგონია, რომ რაიმე არეულობა მოხდეს პარლამენტის პირველი შეკრების დღეს. შეიძლება იყოს აქცია ან პერფორმანსი. ბევრი ხალხი ალბათ არ იქნება, რადგან ცივა და თანაც ეპიდვითარება რთულია, მაგრამ სულ რომ ლიდრები შეიკრიბონ ამ დღეს, ეს მაინც ოპოზიციის ერთობის ნიშანი იქნება. მე მომხრე ვიყვი, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, რადგან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება პარლამენტია. თუ ოპოზიცია თავის პრინციპულობას შეინარჩუნებს და არ შევა პარლამენტში, მაშინ მან ბრძოლის ახალი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს.

ჩემი აზრით, ოპოზიცია ამ ჰიპოთეტურ არჩევნებს არ უნდა დაელოდოს, რადგან „ოცნებაში" რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს არც განიხილავენ და არც ივანიშვილი იტყვის. ბოდიში. შემეშალაო და დანიშნავს არჩევნებს. ამიტომ ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც ძალინ მალე მოვა. სხვათაშორის შევარდნაძის მთავრობის რღვევა, სწორედ ადგილობრივი არჩევნებიდან დაიწყო და ამ მიმართულებით დაიწყონ მოძრაობა. თორემ „ოცნება" ძალიანაც ბედნიერია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.

ახალი წელი მოდის და ამერიკული ფილმი „მარტო სახლში" გამახსენდა ბავშვზე, რომელიც დაღლილია მარავალრიცხოვან ოჯახში ცხოვრებით და თოვლის ბაბუას სთხოვს. ყველანი გააქრეო; ასე მოუვიდა „ოცნებას", იმდენი იოცნება, რომ „ნაცმოძრაობა" არ შესულიყო პარლამენტში, ახლა სულ მარტო რჩება, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ეს არ არის კარგი ვარიანტი," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

ძია მიხო შორიდან (აშშ) რომ ადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბებს, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ოპოზიციის ბოიკოტის ნამდვილი მიზეზი მათი უმწიფარი პოლიტიკური აზროვნებაა და არა დემოკრატიისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა, როგორც ისინი ამაყად აცხადებენ. ყველა ცივილიზებულ ქყეყანაში დეპუტატები სწორედ პარლამენტის ტრიბუნას იყენებენ ამ მიზნისთვის და არა ქუჩის "აქციებს". არც იმის რცხვენიათ, რომ უცხოელი ელჩების მედიატორობა და რჩევა-დარიგება სჭირდებათ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე (შუა აზიის რესპუბლიკებისგან განსხვავებით). ძალაუნებურად გებადება ეჭვი, მოუტანს კი რამე სარგებელს ქვეყანას ასეთი დეპუტატების პარლამენტში ყოფნა?
3 წლის უკან