საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეესაბამებოდეს. ევროკავშირი მიესალმება ამ ვალდებულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებულ პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.