„მოლაპარაკების მესამე რაუნდი ალბათ იმიტომ გადაიდო, რომ წინა შეხვედრებმა შედეგი ვერ მოიტანა და ვის რათ უნდა უშედეგო შეხვედრები, მით უფრო ჩვენს პრტნიორებს, რომლებსაც ბევრი თავისი საქმე აქვთ. ეტყობა დრო მიეცათ, რომ მესამე რაუნდამდე პოზიციები შეაჯერონ" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულ დიალოგთან დაკავშირებით საუბრისას.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი, მესამე შეხვედრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დაწყებული დიალოგის მესამე რაუნდის წინ მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუ ხელისუთლებიდან რიგგარეშე არევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მყარ გარანტიებს არ მიიღებს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ახალი არჩევნები "წითელი ხაზია".
„მესამე რაუნდი გადაიდო ალბათ იმიტომ, რომ ფასილიტატორებიც მიხვდნენ, რომ წინა შეხვედრებმა შედეგი ვერ მოიტანა და ვის რათ უნდა უშედეგო შეხვედრები, თუ შეხვედრიდან გამოსულები ისევ იტყვიან, რომ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამიტომაც მესამე რაუნდის წინ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ინდვიდუალური შეხვედრების დროს ნიადაგი მოსინჯეს, იქნებიან თუ არა მზად კომპრომისისთვის. როგორც ჩანს, ასეთი მზაობა არ აღმოჩნდა და დრო მიეცათ, რომ შეჯერდნენ პოზიციებზე. თუ შედგება მესამე რაუნდი, უკვე კონკრეტული გეგმებით მივიდნენ.
როგორ განვითარდება მოვლენები ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე, ძნელი სათქმელია. იქნება ალბათ აქციები და პერფორმანსები. კობახიძეს შემთხვევით არ უთქვამს, რომ ახალი არჩევნები არის წითელი ხაზი, რადგან ხელისუფლება რომ წავიდეს დათმობაზე, მაშინ უნდა აღიაროს, რომ მოხდა გაყალბება, რაც მისთვის პოლიტიკური განაჩენი იქნება. არადა ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა ისეთი დარღვევები, რომ რადიკალურად შეეცვალა არჩევნების შედეგები. ეს ოპოზიციამაც კარგად იცის. თუ ოპოზიციამ პარლამენტის პირველ სხდომამდე სახელმწიფოებრივი მიდგომა არ გამოიჩინა, სხდომას გამართავენ მხოლოდ „ოცნების" დეპატატები. გარეთ კი, როგორც აანონსებენ, საპროტეტსო აქცია გიმართება, ალბათ ეყოფათ გონიერება, რომ წითელ ხაზებს არ გადააბიჯონ," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.