დევიდის და ვიქტორიას ახალი გუჟური იდეა

დევიდის და ვიქტორიას ახალი გუჟური იდეა

ფულის შოვნის შემდეგ უცნაური აზრები ბევრს გასჩენია, მაგრამ ვეტერანი ინგლისელი მობურთალი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი, ყოფილი მომღერალი ვიქტორია ადამს-ბექჰემი საკუთარი ფულის დაშხოშიანად ფლანგვაშიც ერთობ გამორჩეულები და ორიგინალურები არიან

მცირეოდ ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბექჰემებს ამერიკაში მათი კუთვნილი ვილის მრავალ ჰექტარზე გადაჭიმულ ეზოში მდებარე ჯერ უზარამაზარი ტბის კიდევ უფრო გადიდება და შემდეგ ამ გადიდებულ ტბაში ხელოვნური კუნძულის აშენება აქვთ გადაწყვეტილი, რაც უამრავ თანხასა და დიდ ჯაფას მოითხოვს.

ხოლო კუნძულზე, რომელიც ტბის შუაში უნდა შეიქმნას, სახლი დასკუპდება თავისი ეზოთი, გამწვანებით და მთელი ამბებით. დევიდი ამბობს, რომ ეს მრავალმილიონიანი გადაწყვეტილება ვიქტორიასთან შეთანხმებით მიიღო და ჩანაფიქრის განხორციელებაში ცოლ-ქმარი ერთად იქნებიან ჩაბმული.