The New York Times-მა 21-ე საუკუნის 25 უდიდესი მსახიობი დაასახელა. რეიტინგი გაზეთი კინოკრიტიკოსებმა შეადგინეს და აღნიშნეს, რომ სია სუბიექტური გამოუვიდათ.
მათი აზრით, რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს.
მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.
სიაში ასევე მოხვდნენ: კატრინ დენევი, მაჰერშალა ალი, გაელ გარსია ბერნალი, უილიამ დეფო, ვიოლა დევისი, კიანუ რივზი, ნიკოლ კიდმანი, ტილდა სუინტონი და ა.შ.