სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა! 3 მილიონით შემდეგ რამდენიმე წელი კარგად იცხოვრებენ, სანამ რაღაცას არ მოამწიფებენ. სულ იმედი აქვთ, რომ რაღაც რევოლუციას მოამწიფებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

სუბარმა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მლნ ლარის დაფინანსებაზე უარის თქმა უჭირს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მაშინ პარტიების დაფინანსებაზეც უარი თქვან.

„კანონი არის სამართლიანი და სწორია. მეორეც, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ ამ პარტიამ 27 ათასი ხმა მიიღო, სხვამ უფრო ნაკლები, მაგრამ მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც დღეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოვიდა და განაცხადა, რომ თუ არ ვცნობთ შედეგებს, მაშინ არ ვცნოთ ბოლომდე. არ ვცნოთ ისიც, რომ ამდენი გვეკუთვნის, უარს ვამბობთ ფულზეც, საკრებულოებში წევრებზეც. ეს არის ბოიკოტი. ამის შესახებ განაცხადეს ელისაშვილმა, გირჩის“ წარმომადგენელმა ჯაფარიძემ და სხვებმა. ეს იყო თანმიმდევრული, სწორხაზოვანი და სამართლიანი მიდგომა.

უდუმაშვილი ჩვენ გვატყუებს, თან არ ეთმობა მილიონები. ამბობს, რომ კანონი ავალდებულებთ და ხომ არ დავარღვევთო?! პირველდ შეეშინდა კანონის და პატივისცემა გამოხატა კანონის მიმართ! ამასთან, ამომრჩეველს ეუბნება, რომ არ მაინტერესებს, თქვენ მხარი დაგვიჭირეთ თუ არა, პარლამენტში არ შევალთო. არადა, 36 ადამიანი პარლამენტში ძალიან მაღალი წარმომადგენლობაა. მათ 35 გაიყვანეს პარლამენტში. ერთი მანდატი ჩვენ მოგვაკლდა და კანონის შესაბამისად, მათ ერთი დეპუტატით მეტი შეყავთ. პარტია, რომელსაც პარლამენტში ძლიან სერიოზული ხმა ექნება, უცებ უარს ამბობს და მას არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა! 3 მილიონით შემდეგ რამდენიმე წელიწადი კარგად იცხოვრებენ, სანამ რაღაცას არ მოამწიფებენ. სულ იმედი აქვთ, რომ რაღაც რევოლუციას მოამწიფებენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.