ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.
თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად, რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა. ვგულისხმობ სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილს, რომელიც რეალურად აკვირდება არჩევნებს, ვინც შორს იყო პოლიტიკური პროცესებისგან, რომ შევხედოთ, მათ გაცილებით ნაკლები საჩივარი აქვთ დაწერილი. არ ვლაპარაკობ ყალბ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, პირდაპირ „ევროპულ საქართველოსთან“ თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ენჯეოებზე, რომლებსაც ყველა საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ჰყავდათ. უბრალოდ აბსურდია, რომ ეს რაოდენობა არასამთავრობო ორგანიზაციას ჰყავდეს, ამდენი აქტივისტი, მხარდამჭერი დაატრენინგოს და გადაამზადოს. მათთვის მთავარი იყო, რომ დღის განმავლობაში დაეწერათ რაც შეიძლება მეტი განცხადება, საჩივარი მაგრამ ეს ვერ გამოვიდა, რადგან რასაც აბრალებენ რაღაც ბიულეტენების გაქრობას და სხვადასხვა სახის კარუსელებს ეს არ დაუფიქსირებია არავის და მარტო ამათ დაინახეს? ათასზე მეტი საერთაშირისო დამკვირვებელი იყო იმ დღეს უბნებზე, მათ დაინახეს და სხვამ ვერავინ? მთავარი იყო ეთქვათ, მე ამდენი საჩივარი დავწერე, მივმართე საარჩევნო ადმინისტრაციას და უბრალოდ განხილვაშიც კი არ მიიღეს საჩივრებიო. საზოგადოებას ახსოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებები იმის შესახებ, რომ გამოეყენებინათ სამართლებრივი ბერკეტები. ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო და გადათვლილიყო შედეგები. ეს პირველად მოხდა. 40 უბანი გაიხსნა. მათი მიზანი იყო ეთქვათ, 1200-ზე მეტი საჩივარი შევიტანეთ და არც კი განიხილესო, არადა არ უნდა შეეტანა არაუფლებამოსილ პირს, რადგან წარმომადგენელი არ წერს ბათილობაზე სარჩელს. მე რომ ვარ პარტიის წარმომადგენელი, მთელი დღე შემიძლია განცხადება-საჩივრები ვწერო, მაგრამ უბნის ბათილობაზე გადაწყვეტილება პარტიამ უნდა მიიღოს, რადგან შეიძლება მე ის უბანი მოვიგე და ვიღაცამ ჩემი წარმომადგენელი მოისყიდა, ან დააშინა. ამიტომაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიამ და ეს გოგორიშვილმა ან თარხნიშვილმა არ იცოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ეს სჭირდებოდათ მშრალი სტატისტიკისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.