გური სულთანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ელექტორატი, რაც არ უნდა გაკეთონ, მაინც მათ მხარეს დგას

გური სულთანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ელექტორატი, რაც არ უნდა გაკეთონ, მაინც მათ მხარეს დგას

ოპოზიციის მთავარი ოცნება რევოლუციაა, რომელიც ალბათ, მათ ყველაზე კარგ სიზმარშიც განუხორციელებელი იქნება, რადგან ახლა 2003 წელი არ არის - ინსტიტუციები და სახელმწიფო სტრუქტურებია ძლიერი, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტორატზე ოპოზიციის ზემოქმედების მთავარი ინსტრუმენტი ტყუილია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად, გაერთიანებულ ოპოზიციას, ჰყავს ისეთი ელექტორატი, რაც არ უნდა გაკეთო, მაინც მის მხარეს დგას. ეს არის ძლიან სასურველი ელექტორატი და დასავლური ქვეყნების პოლიტიკოსები ასეთ ელექტორატზე ვერც იოცნებებენ, ტყუილია ალბათ, მათი მთავრი ინსტრუმენტი, რითაც მათი პოლიტიკა ხორციელდება და მათ მედიასაშუალებას ტყუილების თქმა უკვე ჰობად ექცა“, - განაცხადა სულთანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გარკვეული ლიდერების ნაწილი, პოლიტიკურ კარიერას ადრე სუფთა ფურცლიდან იწყებდნენ, ახლა კი ისინი დისკრედიტირებული არიან.

„დისკრედიტირებული არიან ყველაზე ცუდი ფორმით, მათ კრედირტებშია ადამიანის სისტემური წამება. მორჩა, რევოლუცია არის მათი მიუღწეველი მიზანი და ოცნება! შესაბამისად, ეს არის ჭარბი რეალობის შექმნა, სადაც ყოველთვის უნდა გამოიწვიონ ხელისუფლება, ანუ ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი, რომ რაიმეზე წამოიკიდონ. ამას მე დავარქვი მორალური ინვერსია, როდესაც შენ არ გაგაჩნია მორალური ღირებულება და შენი მოწინააღმდეგე გინდა, რომ გააფუჭო და გამოჩნდე მის ცუდ ფონზე“, - განაცხადა სულთანიშვილმა.