კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 863 თბილისში, 664 აჭარაში, 648 კი იმერეთში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 863 თბილისში, 664 აჭარაში, 648 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 4 780 შემთხვევიდან, 1 863 თბილისში, ხოლო აჭარაში 664 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 3470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1124 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2071 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6145 პაციენტი. ​კოვიდ სასტუმროში 3 723 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.