არგენტინაში მარადონასთან გამოსამშვიდობებლად მისული გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს

არგენტინაში მარადონასთან გამოსამშვიდობებლად მისული გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს

არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა.

მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრების უკან დახევას ცდილობდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.