რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევიდა, ეს უკვე საბოტაჟია, ისინი ხელისუფლებისაგან უკანონო ნაბიჯებს ითხოვენ

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევიდა, ეს უკვე საბოტაჟია, ისინი ხელისუფლებისაგან უკანონო ნაბიჯებს ითხოვენ

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ერთპარტიულობას ხელი არ უნდა შეუწყოს. ამის შესახებ ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ჩიხშია შესული და არცერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს.

„ხელისუფლებამ ერთპარტიულობისთვის ხელისშემშლელი არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას, რომ მერე არ უსაყვედუროს ვინმემ ეს ამბავი. შესაბამისად, მიზეზი შეუსვლელობის თვითონ არ უნდა იყოს. ოპოზიცია თუ არ შევიდა, ეს უკვე საბოტაჟია. ოპოზიცია ხელისუფლებისაგან უკანონო ნაბიჯებს ითხოვს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი ოპოზიციის წევრების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს და საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობენ, მაშინ არც საბიუჯეტო დაფინანსება უნდა ჰქონდეთ.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.