სოსო მანჯავიძე: „ტრამპმა ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას აშშ-ს კონსტიტუციის პრინციპებისადმი”

სოსო მანჯავიძე: „ტრამპმა ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას აშშ-ს კონსტიტუციის პრინციპებისადმი”

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"ბევრი მითქმა -მოთქმა გამოიწვია ტრამპის მიერ 23 ნოემბრის ტვიტმა, სადაც მან დაწერა, რომ უბრძანა საერთო საქმეების სამმართველოს უფროსს, "გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა" ბაიდენისთვის ხელისუფლების გადასაცემად.

ამით ტრამპმა ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას აშშ-ს კონსტიტუციის პრინციპებისადმი.

ამავე დროს. ამ პროცედურის დაწყება არ ნიშნავს, რომ  ტრამპი ხელისუფლების გადაცემას აპირებს და რომ იმავე აშშ-ს კონსტიტუცია მას ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს.

ამერიკული საარჩევნო სისტემა ურთულესი მექანიზმია და მისით მანიპულირებამ და პოლიტიკური კორუფციის გაუგონარმა მასშტაბებმა დემოკრატებს გამაოგნებელი მასშტაბების ფალსიფიცირების საშუალება მისცა.

თუმცა იგივე სისტემა ტრამპს აძლევს საშუალებას დარჩეს პრეზიდენტად.

კერძოდ, იმისათვის, რომ ბაიდენი არჩეული პრეზიდენტი გახდეს. საჭიროა, რომ მან მიიღოს საკმარისი რაოდენობის შტატების სერტიფიკაცია რომლებიც მას უზრუნველყოფენ  აუცილებელი 270 კოლეგიის წევრით. დღევანდელი ვითარებით, ეს ასე არ არის.

ტრამპის იურიდიული გუნდის ამოცანას წარმოადგენს არ დაუშვან, რომ ბაიდენმა 270 კოლეგიის წევრი ხმა  მიიღოს.

თუ 14 დეკემბრისთვის შტატების მიერ  სერთიფიცირებული იქნება 270 კოლეგიის წევრზე ნაკლები, ბაიდენი აუცილებელ 270 ხმას ვერ მიიღებს. ასეთ შემთხვევაში კი არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, გაიმართება  წარმომადგენელთა ქვედა პალატაში, ანუ კონგრესში.

ასეთი რამ რამდენჯერმე მოხდა 19-ე საუკუნეში.

კონსტიტუციის თანახმად, კონგრესი ხმას აძლევს შტატების დელეგაციებით.ყოველი შტატს აქვს ერთი ხმა, ამიტომ პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისია 26 შტატი. და მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა ქვედა პალატაში დემოკრატები მეტნი არიან, ვიდრე რესპუბლიკელები, რესპუბლიკური შტატები უფრო მეტია და ამიტომ რესპუბლიკები გადაწყვეტენ , ვინ გახდება შემდეგი პრეზიდენტი.

კონსტიტუციით  გაწერილ ამ შესაძლებლობაზეა გათვლილი ტრამპის იურიდიული გუნდის სტრატეგია.

იმისათვის , რომ ამ სტრატეგიამ იმუშაოს, საჭიროა მთელი წყება წარმატებებისა, კერძოდ, წარმატებული სასამართლო პროცესები, შტატების სახელმწიფო მდივნების ლოიალური გადაწყვეტილებები ( რაც არიზონას შემთხვევაში არ მოხდა, მიუხედავად  რესპუბლიკური პარტიის წევრობისა}, ხმების გადათვლის შედეგები და ა.შ.

საჭიროა მინიმუმ 35 -ზე მეტი კოლეგიის წევრი, რომელმაც ვერ მიიღო სერთიფიკაცია , ამას კი, მაგალითად, პენსილვანია, ვისკონსინი და მიჩიგანი ჭირდება.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში სასამართლომ შეაჩერა სერთიფიკაცია და სხდომა 27 ნოემბერს არის დანიშნული

აზრი, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, დემოკრატებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ  საშინელი ეპითეტების ადრესატები გახდნენ, ღამის კოშმარად გადაექცათ. მათ ესმით, რომ ტრამპის გამარჯვება არ არის უბრალოდ თეთრი სახლის დაკავება კიდევ 4 წლით რესპუბლიკელების მიერ. ეს დემოკრატიული პარტიის დაშლას და პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ ისინი ყველა საშუალებას იყენებენ. Deep state მთელი თავისი უსირცხვილო ძალმოსილებით გაშიშვლდა შეურაცხყოფილი ამერიკელი ხალხის წინაშე და მას  ახლა მხოლოდ ძალაუფლების ინსტრუმენტების შენარჩუნება თუ გადაარჩენს.

ამასობაში ტრამპი ცდილობს დაბლოკოს არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამების პროცესი რაც შეიძლება მეტ შტატში სასამართლო სარჩელებისა და რესპუბლიკელი სახლმწიფო მდივნების დარწმუნების მეშვეობით.

შტატებში, სადაც საკანონმდებლო ორგანოებს აკონტროლებენ რესპუბლიკელები და სადაც ბაიდენმა უმნიშვნელო უპირატესობით გაიმარჯვა, დაარწმუნოს კანონმდებლები,რომ  არჩევნების შედეგების უარყოფის გადაწყვეტილება მიიღონ მათი ფალსიფიცირების მოტივით.

ამის შემდეგმია აწიოს,რომ  საკანონმდებლო ორგანოებმა ის ხმოსნები უნდა გააგზავნონ კოლეგიაზე, ვინც 14 დეკემბერს ხმას არა ბაიდენს, არამედ ტრამპს მისცემს.

ტრამპი ცდილობს ამ მიზანს მიაღწიოს, მაგალითად ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში, რათა 232-დან 270 -მდე გაზარდს მიღებული ხმების რაოდენობა.

უახლოეს დღეებში გადაწყდება,შეძლებს თუ არა ტრამპის გუნდი ამ შედეგების მიღწევას.

ცხადია, არც დემოკრატები სხედან უსაქმოდ.

მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში ისინი პროცესს ქუჩაში გადაიტანენ და სწორედ ამას უფრთხის ტრამპი, რომელსაც ამ "კავკასიური ცარცის წრის" ამერიკულ ვარიანტში ნამდვილი მშობლის როლშია. თუმცა,  ტრამპი არ აპირებს ამერიკული ქალაქების დაწვის სცენების უმოქმედოდო ყურებას. იგი  გამოიყენებს  'კანონს აჯანყების შესახებ," რომელიც მას უფლებას აძლევს ჩაახშოს გამოსვლები. სწორედ ამ მიზნით გამოცვალა მან პენტაგონის ხელმძღვანელობა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მილერს, პირდაპირ დაუქვემდებარა სპეციალური დანიშნულების ძალები, ხოლო საკვანძო თანამდებობაზე ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტები დანიშნა.

"ორ დღეში დავამყარებთ წესრიგს ქუჩებში'- განაცხადა გუშინ რუდი ჯულიანიმ.

რესპუბლიკელი კონგრესმენები უკვე ემზადებიან იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევა სწორედ მათ მოუწევთ. ამ მიზნით რესპუბლიკელები აპირებენ გააჩერონ ხმოსნების სერთიფიკაციის პროცედურა 2021 წლის 6 იანვრის კონგრესის სესიაზე, ამისთვის საკმარისია ერთი სენატორისა და ერთი კონგრესმენის მიერ საკითხის დაყენება, ასეთ შემთხვევაში სენატის თავჯდომარე( ფორმალური როლია და არა-რეალური თანამდებობა) , ხოლო ასეთი გახლავთ ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი- უფლებამოსილია პრეზიდენტის არჩევის საკითხი კონგრესის კენჭისყრაზე გამოიტანოს.

აროგორც ხედავთ, ვითარება რთულია და მას კიდევ უფრო ამძიმებს არჩევნების ფალსიფიცირების ახალ-ახალი ფაქტები და  თვალში ნაცრის ყრის უსირცხვილო პოლიტიკა, რასაც  აწარმოებენ, მასმედია, სოციალური ქსელები და ტრანსნაციონალური კორპორაციების უდიდესი ნაწილი, რომლებმაც დემპარტიასთან ერთად შექმნეს ჯერ არნახული მასშტაბის კარტელი, რომლის გამარჯვებაც, უაღრესად ტოქსიური იდეოლოგიის გათვალისწინებით, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მთელი კაცობრიობისათვის".