კანადელი მუსიკოსი აბელ ტესფაიე, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი - The Weeknd "გრემის" კორუფციაში ადანაშაულებს.
შემსრულებელმა მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან დაჯილდოებაზე ვერცერთი ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა, ამის პარალელურად კი პერფორმანსი, რომელსაც ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა გააუქმა, რადგან "გრემისგან" მოსაწვევი ვერ მიიღო.
სოციალურ მედიაში შემსრულებლის გულშემატკივრები მომღერალს მხარდაჭერას უცხადებენ და მას მისი მომავალი პერფორმანსისთვის მზადებისკენ მოუწოდებენ, როგორც იცით, 2021 წლის Super Bowl-ის LV halftime შოუს The Weeknd გახნის. აბელ ტესფაიეს პერფორმანსს მაყურებელი შვიდ თებერვალს, ფლორიდაში Raymond James Stadium-ზე იხილავს.