28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე მოქმედი წერტილოვანი „ლოქდაუნი“

28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე მოქმედი წერტილოვანი „ლოქდაუნი“

ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 28 ნოემბრიდან, საქართველოს დიდი ქალაქები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ზუგდიდი პრაქტიკულად იკეტება. პრაქტიკულად იმიტომ, რომ აღარ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისით იმუშავებენ, მოძრაობა 21:00-დან აიკრძალება.

შეზღუდვებთან დაკავშირებით For.ge-თვის დადგენილება ექსკლუზიურად გახდა ცნობილი და დაწვრილებით გაგაცნობთ რა აგეკრძალებათ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით.

წერტილოვანი შეზღუდვები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი

შეზღუდვების პირველი ეტაპი 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით:

  1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00
  2. ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ დისტანციურად
  3. სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) მუშაობენ დისტანციურად.
  4. მუშაობას აგრძელებენ: აგრარული ბაზრები, სალონები, ესთეტიკური მედიცინის ცენტრები,
  5. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს
  6. კერძო სექტორის ოფისები მუშაობენ დისტანციურად, აუცილებლობის შემთხვევაში 15:00 საათამდე
  7. კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები, სახელოვნებო წრეები, სტუდიები აჩერებენ მუშაობას
  8. სკოლები, პროფსასწავლებლები და უნივერსიტეტები (გარდა სამედიცინოსი) სრულიად გადადიან დისტანციურ რეჟმში

შემსუბუქება 24 დეკემბრიდან-2 იანვრის ჩათვლით

  1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00 (გადაადგილების შეზღუდვა იხსნება 31 დეკემბრის 21:00საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე)
  2. რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობენ გატანის სერვისით
  3. ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ წესებით დაცვით
  4. სავაჭრო ობიექტები მუშაობენ წესების დაცვით
  5. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით
  6. კერძო სექტორის ოფისები - მუშაობენ 15:00საათამდე (უქმე დღეების გარდა)

უქმე დღეები 28 დეკემბერი - 15 იანვარი

ნაწილობრივ შეზღუდვები - 16 იანვარი-31 იანვარი

  1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00
  2. რესტორნები და კვებითი ობიექტები მუშაობენ გატანის სერვისით
  3. ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ შაბათ-კვირას
  4. არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები არ მუშაობენ შაბათ-კვირას
  5. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობენ შაბათ-კვირას
  6. კერძო სექტორის ოფისები მუშაობენ 15:00 საათამდე -არ მუშაობენ შაბათ-კვირას
  7. შაბათ-კვირის შეზღუდვის რეჟიმის გრძელდება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე

ზამთრის კურორტები - 28 ნოემბერი 31 იანვარი

აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, გოდერძი)

გურია (ურეკი, შეკვეთილი,გრიგოლეთი)

კახეთი

ყაზბეგი

სვანეთი

აბასთუმანი - ვარძია

  1. სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები გაჩერებულია
  2. სასტუმროები მუშაობენ მხოლოდ კარანტინის ან კოვიდ-19 სასტუმროებად
  3. რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები, მხოლოდ დისტანციურად
  4. გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ 21:00 საათიდან