ლეგენდარული ლინგვისტი ნატალია ბონკი გარდაიცვალა

ლეგენდარული ლინგვისტი ნატალია ბონკი გარდაიცვალა

საჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი ნატალია ბონკი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი იტყობინება, სადაც პროფესორი სიცოცხლის ბოლო წლებამდე მუშაობდა.

ბონკის სახელმძღვანელო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად ითვლებოდა, რომლის მეთოდოლოგიაც მილიონობით ადამიანს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარა.