ალან რიკმანის დღიურები წიგნის სახით გამოიცემა

ალან რიკმანის დღიურები წიგნის სახით გამოიცემა

2022 წელს ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ალან რიკმანის დღიურებს წიგნის სახით გამოსცემენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წიგნში სახელწოდებით „ალან რიკმანის დღიურები“ მსახიობის 27 ხელნაწერი დღიური შევა, რომელთა წერაც მან ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. დღიურებში რიკმანი სამსახიობო ოსტატობაზე, მეგობრობაზე და პოლიტიკაზე წერდა; ყვებოდა სპექტაკლებზე, რომლებშიც მონაწილეობდა და „ჰარი პოტერის“ გადასაღებ მოედანზე მომხდარ ისტორიებს აღწერდა.

ალან რიკმანი 2016 წელს, 69 წლისა კიბოთი გარდაიცვალა. ის „ოქროს გლობუსის“, „ემის“ და „BAFTA-ს“ ლაურეატია. მსახიობი ისეთ პოპულარულ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჰარი პოტერი“, „კერკეტი კაკალი“, „დოგმა“ და მრავალი სხვა.