ლეგენდარული ჯგუფი Metallica ახალ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა Rolling Stone-ს ჯგუფის დრამერმა ლარს ულრიჰმა აცნობა.
„ორი თუ სამი კვირაა ვმუშაობთ. ყველა უსიამოვნება, პანდემია, ხანძრები, რასობრივი ცრურწმენები, რომლებიც დღეს საკმარისადაა, გვერდზე გადავდეთ და მოუთმენლად ველით ჩვენი მუშაობის შედეგს. ვფიქრობ, შესანიშნავი ალბომი გამოვა, რომელიც ცოტათი მაინც შეცვლის მსოფლიოს,“- აღნიშნა ულრიჰმა.
წინა ალბომი Hardwired… to Self-Destruct ჯგუფმა 4 წლის წინ გამოუშვა.