ბიონსე, ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა ნომინაციების რაოდენობით გრამი 2021-ის ლიდერები არიან. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერლებს შორის ლიდერი ბიონსეა, რომელიც 9 კატეგორიაშია წარმოდგენილი. სვიფტს გამარჯვების 6 შანსი აქვს. ამერიკელი წარდგენილია კატეგორიაში „საუკეთესო ალბომი“, რომელშიც გასული 2 წლის განმავლობაში გაიმარჯვა. თუ სვიფტმა წელსაც მოიგო, ის ცერემონიის რეკორდს მოხსნის.
ასევე 6 ნომინაცია აქვს ბრიტანელ დუა ლიპას. პირველი ნომინაცია მოიპოვა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS, სიმღერისთვის Dynamite.
გრემის დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 31 იანვარს გაიმართება. ორგანიზატორი ეპიდვითარების გათვალისწინებით შოუს სხვადასხვა სცენარს ამზადებენ.