მეგან მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა

მეგან მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა

პრინც ჰარის ცოლმა, მეგან მარკლმ გაამხილა, რომ აშშ-ში გადასვლის შემდეგ მუცელი მოეშალა. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგინიამ New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.

მან დეტალურად აღწერა ის მომენტი, როცა მიხვდა, რომ ცუდად იყო. მარკლის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის ლოს-ანჯელესში, სახლში თავის შვილს, არჩის საფენს უცვლიდა.

„მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მყავდა. იავნანას ვღიღინებდი, რომ ორივე მშვიდად ვყოფილიყავით. ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მარკლი.

მარკლის ორსულობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი.