ევროკავშირი ამერიკული კომპანია Moderna-სგან კორონავირუსის ვაქცინის 160 მილიონამდე დოზას შეიძენს

ევროკავშირი ამერიკული კომპანია Moderna-სგან კორონავირუსის ვაქცინის 160 მილიონამდე დოზას შეიძენს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შეძენის მიზნით, ევროკავშირმა ამერიკულ კომპანია Moderna-სთან შეთანხმებას მიაღწია.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ხვალ მეექვსე ხელშეკრულებას გავაფორმებთ კომპანია Moderna-სთან. საუბარია ვაქცინის 160 მილიონამდე დოზის შეძენაზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

წინასწარი კვლევებით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.