საყვარელიძე 4 პარტიის გაერთიანებაზე: „პარლამენტის გართ გინდ ბლოკი შეუქმნიათ და გინდ ბოლოკი, რა მნიშვნელობა აქვს?“

საყვარელიძე 4 პარტიის გაერთიანებაზე: „პარლამენტის გართ გინდ ბლოკი შეუქმნიათ და გინდ ბოლოკი, რა მნიშვნელობა აქვს?“

ოპოზიციურ ფლანგზე შეიძლება ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნას, რომელშიც პარლამენტში გასული 4 პოლიტიკური ძალა გაერთიანდება - „ევროპული საქართველო", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „გირჩი". ანალიტიკოსთა შეფასებით, აშკარაა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" საპირწონე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მცდელობა, რომელსაც დროთა განმავლობაში ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა ექნება. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამ მიმართულებით მოლაპარაკების მიმდინარეობას ადასტურებს, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებელში" ამას გადაჭრით უარყოფენ.

ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია, თუ გაერთიანების რა ფორმატზეა საუბარი - პოლიტიკური ბლოკის შექმნაზე, 4 პარტიის შერწყმით ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, თუ რაიმე სხვაზე. თუმცა, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ასეთ გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რაიმე ეფექტი, თუ ეს პარტიები პარლამენტში შესვლას დათანხმდებიან.

მისივე აზრით, ასეთ გაერთიანებას „მესამე ძალად" ქცევის რელური პერსპექტივა ექნება.

„ამ საკითხებზე ალბათ დადებით პასუხს გაგცემთ - შეიძლება ჩამოყალიბდეს და პრეტენზიაც ექნება და ა.შ., ოღონდ თუ პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტის გართ გინდ ბლოკი შეუქმნიათ და გინდ ბოლოკი, რა მნიშვნელობა აქვს?

„რაც შეეხება პარლამენტის შიგნით, უმცირესობაში მყოფ პარტიებს აქვთ შეფასება, ანალიზი, თუმცა პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებაზე ისინი ვერ იმოქმედებენ, მაგრამ გადაწყვეტილების მომზადებასა და კორეგირებაზე მათ ზემოქმედება შეუძლიათ.

„პარლამენტის გარეთ კი გაერთიანება რისთის უნდა შექმნან? მაშინ შეუძლიათ, რომ ნებისმიერი სხვა სახის გაერთიანება შექმნან, რომ საღამოობით ჩაი ან ყავა დალიონ, ან ითამაშონ", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, პარტიებს „ნაცმოძრაობისგან" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილის ფიგურის გამო სურთ.

„ის შეცდომები, რასაც „ნაცმოძრაობა" უშვებს, უმეტესწილად სააკაშვილის ფიგურასთანაა დაკავშირებული. მათ არ უნდათ და ანალოგიური რამოდენიმე რეპლიკაც უკვე ჰქონდათ, რომ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის დომინანტობა არ უნდათ, მაგრამ ეს გაერთიანება თუ პარლამენტს გარეთ იქნა, აბსოლუტურად სხვა მოვლენაა და პრინციპში არც სახელწიფოსთვის და არც მათი პოლიტიკური მდგომარეობისთვის არაფერი იცვლება. ხოლო თუ ეს პარლამენტში იქნება, ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა პერპექტივები გაუჩინოს ამ პოლიტიკურ გუნდსაც და საერთოდ ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური როლი ითამაშოს", - განაცხადა საყვარელიძემ.