მაია ბითაძე: სამწუხაროდ, საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო

მაია ბითაძე: სამწუხაროდ, საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო

ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის ხელმძღვანელობით, ბოლომდე არ დაემორჩილა მთავრობის და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, ის არასერიოზულად უდგება პანდემიას.

„ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, იმისთვის რომ იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოში და შეასრულონ თავისი ვალდებულება, ის არასერიოზულად უდგება პანდემიას, რაც ძალიან სამწუხაროა. მათთვის ნებისმიერი თემა შეიძლება იქცეს პოლიტიკური ბრძოლის საგნად, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნისადმი მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირ