ლევან ლორთქიფანიძე: “ოთხი წელია პარლამენტში ზის, კიდევ ოთხი წელი უნდა იჯდეს, ადეიშვილის ეპოქაში პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო

ლევან ლორთქიფანიძე: “ოთხი წელია პარლამენტში ზის, კიდევ ოთხი წელი უნდა იჯდეს, ადეიშვილის ეპოქაში პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო"

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში წერს:

“ოთხი წელია პარლამენტში ზის, კიდევ ოთხი წელი უნდა იჯდეს, ადეიშვილის ეპოქაში პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც აქვს დაარსებული, მისი შვილი, სახელად კნიაზი, სამორინე-ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" მეწილეა ...

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიისა, ვინმე ისკო დასენს პარლამენტში ხმა არ ამოუღია, სახეზე არ ვიცნობთ, მისი ინიცირებული და საჯარო დებატებში დაცული კანონი არ გვინახავს. შეიძლება არც არსებობს, ქართულ-ქურთული მითოსის ან ლეგენდის ნაწილია ...

ლევან ზურაბაშვილი 14 წლით უნდა ჩასვან ციხეში, ისკო დასენი 8 წლით უნდა იყოს პარლამენტარი ! (შეიძლება მეტიც შეძლოს).

ასეთი ეთიკისა და კულტურის ქვეყანაში ვცხოვრობთ.

გილოცავთ”!