ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, მსოფლიოში კორონავირუსის ხელახლა დაინფიცირების შემთხვევები მასობრივად არ ფიქსირდება

ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, მსოფლიოში კორონავირუსის ხელახლა დაინფიცირების შემთხვევები მასობრივად არ ფიქსირდება

საბედნიეროდ, მასობრივად რეინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მარტში ინფიცირებული ივლისში ისევ გახდა ავად და ყველაზე რთული ის იყო, რომ მეორე ინფექცია უფრო რთულად წაუვიდა, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული, ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.