რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია და ბიზნესმენი ლევ დენგოვი დაქორწინდნენ.
შემსრულებელმა ქორწილის ფოტოები გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა.
ცერემონია მოსკოვში, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის გარემოცვაში ჩატარდა, რომელსაც წყვილის უახლოესი მეგობრები და ნათესავები დაესწრნნენ.
შეგახსენებთ, რომ ქეთა და ლევი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან, მათ ერთმანეთი დაბადების დღის წვეულებაზე გაიცნეს, მომღერალი ამჟამად ორსულადაა, წყვილი ბიჭს ელოდება.