ცოტა ხნის წინ მსახიობმა კრის ჰემსვორტმა ინსტაგრამზე ვარჯიშის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ბიცეპსები კომიკურ ზომას უახლოვდება.
კრის პრატმა კი, რომელიც თავისი ხუმრობებით არის ცნობილი, ფოტოზე კომენტარი დატოვა და თანამოსახელეს, სთხოვა, ამდენი ვარჯიში შეწყვიტოს. მიზეზი? მსახიობები ერთად გამოჩნდებიან ეკრანზე თორი 4-ში და კრის პრატს არ უნდა, კოლეგამ დაჩრდილოს.
"ჰეი, ახლა ველაპარაკე ჩემს ტრენერს და მთხოვა, გადმოგცე, რომ ვარჯიში შეწყვიტო. მომავალ წელს ერთ ფილმში ვიქნებით და არ უნდა, რომ შენ გვერდით ვიდგე, თუ ასეთ ფორმაში უნდა იყო. ასე რომ, ძალიან დამეხმარები, თუ უცებ 10-12 კილოს მოიმატებ", — ნათქვამია კრის პრატის კომენტარში.
ჰემსვორტმა კომენტარზე პასუხად დაწერა: "არ ინერვიულო, მეგობარო. შეგვიძლია ორივემ გამოვიყენოთ ის ფილტრი, რომელიც ამ ფოტოზეა. Instashred ჰქვია".
მსახიობებმა ერთად ბოლოს 2019 წლის Avengers: Endgame-ში ითამაშეს.