ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II საკუთარი ბრენდის ჯინის გამოშვებას იწყებს. ამის შესახებ გამოცემა Dailt Mail-ი წერს.
დედოფლის ბრენდს Sundringham Celebration Gin-ი ერქმევა და 0,5 ლიტრი სასმელის ღირებულება 50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
კოვიდპანდემიის დასრულებამდე მას ადგილზე მიტანის სერვისი გაყიდის, პანდემიის დასრულების შემდეგ კი ჯინი დედოფლის რეზიდენციის სიახლოვეს მდებარე სუვენირების მაღაზიაში გაიყიდება.
ეს უკვე მე-3 ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უშვებს. ივლისში სამეფო ოჯახმა Buckingham Palace Gin-ი გამოუშვა, ნოემბერში კი პრინცმა ჩარლზმა ჯინ Highgrove-ის გაყიდვა დაიწყო.