Disney და Marvel-ი „შავი პანტერის“ სიქველის გადაღებების დაწყებას 2021 წლის ივლისში გეგმავენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმს აშშ-ში, ატლანტაში გადაიღებენ, პროცესი 6 თვეს გაგრძელდება. თავდაპირველად გადაღებები მთავრი როლის შემსრულებლის, ჩედვიკ ბოუზმანის გარდაცვალების გამო გადაიდო, შემდგ კი გრაფიკი კორონავირუსის გამო შეიცვალა.
Marvel-ის ვიცე-პრეზიდენტის, ვიქტორია ლაონსოს თქმით, მსახიობის CGI-ტექნოლოგიის გამოყენებით დაბრუნება არ იგეგმება, შავი პანტერის კოსტიუმის კი ბოუზმანის პერსონაჟის და, პრინცესა შური გადაიბარებს, რომლის როლსაც ლეტისია რაიტი ასრულებს.
„შავი პანტერა 2-ის“ პრემიერა 2022 წლის 5 მაისს შედგება.