SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე ადგილს იკავებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგის ლიდერი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, მეორე პოზიციაზე ილონ მასკია, მესამე და მეოთხე ადგილებს კი ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი ინაწილებენ.
ჯერ კიდევ იანვარში მასკი მილიარდერთა რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებდა, თუმცა Tesla-ს აქციების ღირებულების რეკორდულმა ზრდამ მისი კაპიტალი 100,3 მილიარდი დოლარით გაზარდა. ამჟამად მისი ქონება $127,9 მილიარდად არის შეფასებული.