ეს საერთაშორისო განცხადებები არ არის ემოციული განცხადებები როგორც უნდა წარმოაჩინონ ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს.
„ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. თუნდაც ის ამბავი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, ვიდეოთვალის გახსნაზე, ეს მეტყველებს იმაზე რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.
ევროპარლამენტარებმა 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს.