დავით უსუფაშვილი: ოპოზიციური ბოიკოტი ქმნის ვითარებას, როდესაც ხელისუფლება დგება ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებლივ ვითარებაში

დავით უსუფაშვილი: ოპოზიციური ბოიკოტი ქმნის ვითარებას, როდესაც ხელისუფლება დგება ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებლივ ვითარებაში

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიორგი უსუფაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქუჩაში დარჩენა არის იძულებითი ღონისძიება და არა არჩევანი.

"ქუჩაში დარჩენა ეს არ არის საუკეთესო არჩევანი ეს არის იძულებითი ღონისძიება, იმისათვის, რომ ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური და სამართლებლივი არგუმენტები არ ესმის გავაგებინოთ სხვა არგუმენტების ძალაც.

ქუჩაში დარჩენა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, ქუჩაში ძალადობას, ქუჩაში კანონის დარღვევას. აქ საუბარია- პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, პოლიტიკურ ბოიკოტზე, რომლის შედეგადაც საერთო ოპოზიციური უპრეცენდენტო და ჩემთვისაც მოულოდნელი ერთობის ფონზე, რომელიც შედგა და გრძელდება, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ოპოზიციური ბოიკოტი ქმნის ვითარებას,  როდესაც ხელისუფლება დგება ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებლივ ვითარებაში,"-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

amo "ოპოზიციური ბოიკოტი ქმნის ვითარებას, როდესაც ხელისუფლება დგება ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებლივ ვითარებაში". ქვეყანა? ქვეყანას რა ვითარებაში აგდებთ? ბრეხტის ცარცის წრეში? ჩემი ნება რომ იყოს 15-20 წლით ავკრძალავდი არჩევნებს, სანამ პოლიტიკაში მყოფი ეს თაობა პენსიაზე არ გავა. მანამდე ქვეყნის მისახედად ჩამოვიყვანდი დროებით ევროკავშირის მთავრობას.
4 წლის უკან