ვფიქრობ, მეტად სამარცხვინო ამ სახით ქართველი ამომრჩევლის მოხსენიებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადება შეაფასა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ბერძენიშვილმა თქვა, „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის“.
როგორც სარჯველაძე ამბობს, ქართველი ამომრჩევლის ასე მოხსენიება, კარგი საქციელი არ არის.
„არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. ვფიქრობ, მეტად სამარცხვინო ამ სახით ქართველი ამომრჩევლის მოხსენიებაა. ეს არც ერთ შემთხვევაში სწორი არ არის“, – მიხეილ სარჯველაძე.