ცნობილი მექსიკელი მსახიობი, მალენი მორალესი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.
ამის შესახებ მექსიკის მსახიობთა ეროვნული ასოციაცია იტყობინება და გარდაცვლილის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.
სამსახიობო კარიერა მალენი მორალესმა გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
განსაკუთრებული პოპულარობა მას სერიალებში „მდიდრებიც ტირიან,“ „კამილა“ და „ველური ვარდი“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ბოლო წლებში მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.