ნიდერლანდებში დაკითხეს კიბერექსპერტი, რომელიც აცხადებდა, რომ ტრამპის Twitter-ის პაროლი გამოიცნო

ნიდერლანდებში დაკითხეს კიბერექსპერტი, რომელიც აცხადებდა, რომ ტრამპის Twitter-ის პაროლი გამოიცნო

ნიდერლანდების პოლიციამ დაკითხა კიბერუსაფთხოების ექსპერტი, რომელიც აცხადებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Twitter-ის პაროლი გამოიცნო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ერთი თვის წინ კიბერექსპერტმა ვიქტორ გევერსმა განაცხადა, რომ ტრამპის Twitter-ის გვერდზე წვდომა მოიპოვა, მას შემდეგ რაც პაროლის ველში MAGA2020! ჩაწერა.

თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია უარყო, Twitter-ში კი განაცხადეს, რომ ანგარიშის გატეხვის მტკიცებულებებს არ ფლობდნენ. ახლა კი გევერსმა დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინა, თუმცა რას მოიცავს ეს მტკიცებულებები, ჯერჯერობით არ სახელდება.

ნიდერლანდების პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო და თუ სამართალდარღვევის ნიშნები დაფიქსირდება, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.