„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, თუმცა ის უნდა ეხებოდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და იმას, თუ რა წესით დაკომპლექტებული ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს არჩევნებს.
„ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთხელ დააფიქსირა „ევროპულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა, არის მყარი და ცალსახა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე – როდის და როგორ გაიმართება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რა წესით დაკომპლექტებული ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს ამ არჩევნებს.
ამის წინაპირობებია ახალი არჩევნების პრინციპის მიღება, პრინციპული თანხმობის მიღება მთავრობიდან. ასევე, ამის წინაპირობაა ის, რომ ჩვენ ვაგძელებთ ბოიკოტს და არ შევდივართ პატლამენტში, რადგან არაფერი გვესაქმება პარლამენტში, რომელიც იმ წესით აირჩა პირველ ტურში. ასევე, არსებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შესაბამისად, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც დავდეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების პირველ და მეორე რაუნდზე“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
თარხნიშვილის განმარტებით, მთავრობის მხრიდან არარეალისტური წინადადებები მოისმინეს.
„მთავრობის მხრიდან პირველ და მეორე შემთხვევაშიც წამოვიდა აბსოლუტურად არარეალისტური წინადადებები, რომლებიც ახლა უკვე არ არის დღის წესრიგში. შესაბამისად, ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათ უნდა მოიტანონ ახალი შეთავაზება, თუ საერთოდ გაიმართება მესამე რაუნდი, მართალი რომ გითხრათ, ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალიც არ ჩანს.
რაღა თქმაუნდა, გვესმის, რომ ქვეყნისთვის ცუდია ერთპარტიული პარლანენტი, ცუდია ზოგადად ბოიკოტი, მაგრამ ამ ჩიხში ქვეყანა შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, ის არის პსუხისმგებელი, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ, ეკონომიკიურ და პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე. შესაბამისად, მას ეკისრება პასუხისმგებლობა და მან უნდა მიიღოს ის გადამწყვეტი ზომები, როგორიც არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
დღეის მდგომარეობით, ვერ ვიტყვი, რომ მოლაპრაკებები ჩიხშია შესული, რადგან მეორე ტურში ცალსახად დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, ველოდებით პასუხს იქიდან. იქიდან თუ ისევ აბსურდული პსუხი მოვა, მაშინ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია. დღევანდელი ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ არც ერთი მხარის მხრიდან არ იქნება კომპრომისი, რა რეალობას მივიღებთ, თარხნიშვილის თქმით, მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს და საბჭოთა კავშირთან მიახლოებულ პოლიტიკურ სისტემას.
„მივიღებთ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მიღებიდან 30 წლის თავზე მივუღებთ ერთპარტიულ პარლამენტს და საბჭოთა კავშირთან მიახლოებულ პოლიტიკურ სისტემას. ვნახოთ, რამდენხანს გაძლებს ეს სისტემა ამ ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის კრიზისის ფონზე.
ჩვენ აბსოლუტურად არ გვიხარია ეს მდგომარეობა და ამაზე პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. მათ ამ თამაშში არ ჩავყვებით, ეს არის ტერორისტის თამაში, როდესაც გეუბნება, რომ მე ცუდად ვიქცევი, გაშინებ და შენ უნდა დაშინდე და შემომყვე ამ თამშშიო. ამ თამაშში ჩაყოლა უარეს შედეგს მოგცვემს, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.