21 ნოემბერს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა ონლაინ-კონფერენციის დროს დონალდ ტრამპი თავის ერთ-ერთ გოლფკლუბში იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა Guardia-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა კონფერენციის დაწყებამდე Twitter-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც არა კონფერენციას, არამედ არჩევნების თემას ეხებოდა, დილის 10 საათზე კი თეთრი სახლი დატოვა და გოლფ-კლუბში წავიდა.
Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას CNN-იც ადასტურებს. „დიდი ოცეულის“ კონფერენციის მონაწილეებმა კოვიდპანდემიათან ბრძოლის საკითხები განიხილეს და ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს.