როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 23 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. წვიმაა ნავარაუდევი ბათუმშიც, სადაც +10 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +6.

მზიან ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +11 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, +0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია ნავარაუდევი ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

ჭიათურაშიც თოვაა ნავარაუდევი. +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ახალციხეშიც. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვს. -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +5 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმა და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში თოვს, -2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა -0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+8 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი -3 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.