რა კავშირი აქვთ ბათუმში სირცხვილის კორიდორის მონაწილეებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“

რა კავშირი აქვთ ბათუმში სირცხვილის კორიდორის მონაწილეებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში დესტრუქციაზე უარი მაინც ვერ თქვა და სირცხვილის კორიდორი გუშინ იმ ადამიანებს მოუწყო ვინც 15 საათზე მეტი ამომრჩევლის ნების დაფიქისრებას ემსახურებოდნენ. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან სირცხვილის კორიდორი „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მოაწყვეს, პროტესტი კი მათი დაკავებით დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა ბერიძე იყო, კიდევ ერთი დემონსტრანტი კი პირველ ტურში საარჩევნო კომისიის წევრი „ნაცმოძრაობის“ კვოტით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აქციის ჩატარება მათი ინიციატივა იყო, პარტიაში კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან მოძრაობა „ალტერნატივამ“ „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყო.