დიდი ოცეულის ლიდერები COVID-19 წინააღმდეგ ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის ლიდერები COVID-19 წინააღმდეგ ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის ლიდერები COVID-19 წინააღმდეგ ვაქცინების, წამლებისა და ტესტების მთელ მსოფლიოში სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოცეულის წევრი სახელმწიფოები ასევე თანხმდებიან, რომ ღარიბი ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლის დროს მეტ დამხარებას საჭიროებენ.

„მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაბარი უნდა იყოს, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ“, - აღნიშნულია კომუნიკეს ვერსიაში.

დიდი ოცეულის სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მონაწილეები პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ. წელს ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთია.