ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი

17 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გაიმეორა ის შედეგი, რომელიც წინა ტურში ამავე ოქლებში ჰქონდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 300-ზე მეტი უბნის შედეგები უკვე დათვლილია.

„ჩვიდმეტივე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ ამ არჩევნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 26.9% შეადგინა. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის თქმით, არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

კეჭისყრაში მონაწილეობა 562 664-მა ამომრჩეველმა მიღო.

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.